Monday, March 15, 2010

მონაცემთა შემაჯამებელი როცხვითი მახასიათებლები.
პროექტი-თანხის დაბანდება.
1. 1.პროექტი-თანხის დაბანდება.
2. პროექტის მოკლე აღწერა-მოსწავლეებმა თავისი ცოდნის,თანხის ოდენობის ინტერესების მიხედვით,მონაცემების წარმოდგენის მიხედვით შეარჩიონ მათვის ხელსაყრელი სფერო,ივარაუდონ მოსალოდნელი მოგება და შეაფასონ შედეგები.
3. პროექტის სრული აღწერა-მოსწავლეებს დავალებული აქვთ შეისწავლონ სხვადასხვა მასალები: ყოველდღიურად გაზეთებში (მაგ: „რეზონანსი“,“24 საათი“), ინტერნეტში,ტელევიზიით წარმოდგენილი სხვადასხვა ინფორმაცია-მონაცემები უცხოური ვალუტის კურსის,კომპანიათა ფასიანი ქაღალდების (აქციების), ძვირფასი ლითონების,ნავთობის ფასის და სხვათა შესახებ.
ვთქვათ არიან 50000 ლარის მფლობელნი და სურთ ამ თანხის სარფიანი გამოყენება.სად და რაში დააბანდებენ ფულს,შეიძენენ თუ არა რომელიმე ვალუტას ან აქციებს,თავად განსაჯონ.


დაუკვირდნენ მოძიებულ ინფორმაციას,წარმოადგინონ შესაბამისი დიაგრემები და მათზე დაკვირვების საფუძველზე შეარჩიონ სასურველი კაპიტალდაბანდებანი.
დააკვირდნენ „დაბანდებულ“ თანხას ერთი თვის განმავლობაში.ინფორმაციის ყოველი ცვლილებისას გამოსახონ ფინანსური მდგომარეობა მოხერხებული ფორმით.შეადარონ ფინანსური მდგომარეობა თანაკლასელთა მდგომარეობას და ერთი თვის თვზე დაასახელონ კლასში ყველაზე „გამჭრიახი და იღბლიანი ბიზნესმენი“.
4. მონაწილეთა ასაკი-14\16.
5. ვადები\ხანგრძლივობა-პროექტის ხანგრძლივობა ერთი თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-აქტივობა 1: კითხვა-პასუხი.
აქტივობის მიზანი: კითხვის დასმის,კითხვაზე პასუხის გაცემა და დასაბუთების დასკვნის გამოტანის უნარი.
აქტივობა 2: საშინაო დავალება-პროექტი.
აქტივობის მიზანი: დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევების გამომუშავება.
აქტივობა 3: აქტიური ლექცია.
აქტივობის მიზანი: მონაცემების წარმოდგენის სხვადასხვა ხერხის „წაკითხვის უნარის განვითარება“,თავისი ცოდინის,თანხის ოდენობის,ინტერესების მიხედვით შეარჩიოს მისთვის ხელსაყრელი სფერო,შეაფასოს შედეგები.
აქტივობა 4: გონებრივი იერიში.
აქრივობის მიზანი დაკვირვების,აღწერის,მიღებული ცოდნის შეჯამების,კლასიფიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობა 5: დამოუკიდებელი მოშაობა.
აქტივობის მიზანი: შეძენილი ცოდნის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით კვლევის ანალიზისა და დასკვნის გამოტანის,დროის ლიმიტის დაცვის,პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობა 6: დისკუსია ვარაუდის გამოთქმა.
აქტივობის მიზანი: მოძიებული ინფორმაციის წარმოდგენის, საკუთარი აზრის გამოთქმის და არგუმენტაციის სხვისი მოსმენის და აზრის გათვალისწინებით დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარება.
7. მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლე წინასწარ შეისწავლის შერჩეულ სფეროში სტატისტიკურ მონაცემებს,ითვალისწინებს ვალუტის სიმყარეს,აფასებს შედეგებს,აანალიზებს თანხის დაბანდების საუკეთესო ვარიანტებს.
8. სარგებელი სხვებისათვის-მოსწავლეების მიერ მოძიებული მასალა სასარგებლო იქნება მათი შემდგომი საქმიანობისათვის რეალურ პირობებში სხვადასხვა ინფორმაციების აღქმისა და დამუშავებაში.
9. სამუშაო ენა-ქართული.
10. საგნებთან \საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
მათემატიკა,გეოგრაფია.
დედუქციური დ ინდუქციური მსჯელობის,შეხედულებათა დასაბუთების,მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება,სწავლის შემდგონი ეტაპისათვის ან პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება და ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი www-sichinavamarina.blogspot.com

No comments:

Post a Comment